თეორემა

ბიძინა ივანიშვილი რუსთავი ორის წინააღმდეგ

1 ოქტომბერს, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთავი 2-ის 51%-იანი წილის მფლობელი შპს ტელეკომპანია საქართველოც დააყადაღა. დაყადაღებამდე საჯარო რეესტრი რამდენიმე დღე არ არეგისტრირებდა ხელშეკრულებას, რისი მიხედვითაც ამ კომპანიის მფლობელი იცვლებოდა - ახალი მფლობელი რუსთავი 2-ში 6 მილიონის ინვესტირებას გეგმავდა.

რუსთავი 2-ში ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ ტელევიზიას არსებობის ყველაზე საშუალება მოუსპო.

კომენტარები