ფინანსური სტატისტიკა

SWIFT-ი ეროვნული ბანკის ინოვაციური სტატისტიკის სისტემის დანერგვით დაინტერესდა

ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი
archiaward.com

ეროვნული ბანკის, ინოვაციური სტატისტიკური ბიზნეს-პროცესის მოდელის - სებსტატის გაცნობის მიზნით, საქართველოს ფინანსური ტელეკომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისტემის SWIFT-ის მარკეტინგის მენეჯერი ჯონას ბერგშტრომი ესტუმრა. ბერგშტრომის თქმით, ეს მოდელი სხვა ცენტრალური ბანკებისთვისაც შეიძლება იყოს საინტერესო. სებსტატი საბანკო სფეროში უახლეოს მომავალში ექსელზე დამყარებულ სტატისტიკურ ანგარიშგებებს შეცვლის თანამედროვე ვებ-პროგრამებზე აგებული ანგარიშგებით.

SWIFT-ის მარკეტინგის მენეჯერს სებსტატის შესახებ ინფორმაცია იდეის ავტორმა და პროექტის ხელმძღვანელმა, ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის მონეტარული სტატისტიკის განყოფილების უფროსმა ნანა ასლამაზიშვილმა გააცნო. SWIFT-ის წარმომადგენელის შეფასებით, მსგავსი სტატისტიკური პორტალი ალბათობით სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკებისთვისაც საინტერესო შეიძლება იყოს და იგი მზადაა თავისი მოსაზრებები გაუზიაროს მათ ამის შესახებ. 

ჯონას ბერგშტრომის თქმით, SWIFT-ი, რომელიც მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის 10800 ფინანსურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, ამჟამად გეგმავს თავისი სისტემების განახლებას და ამდენად მონაცემთა მოპოვების სფეროში ცენტრალური ბანკების მოწინავე პრაქტიკის გაცნობა კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ საკითხებზე სასაუბროდ მხარეები სავარაუდოდ წლის ბოლომდე ისევ შეხვდებიან და გააგრძელებენ მუშაობას ამ მიმართულებით.

SWIFT-ი ფინანსური ტელეკომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისტემაა. ის 209 ქვეყნაში ყოველდღიურად დაახლოებით 10 000 ფინანსურ დაწესებულებას შორის ახორციელებს ფინანსურ გადარიცხვებს.

კომენტარები