ბიზნეს გარემო

აგვისტოში ახალი ბიზნესების რეგისტრაციის რაოდენობა 5.7%-ით შემცირდა

artfire.com

საქსტატის მონაცემებით აგვისტოში ახალი საწარმოების რეგისტრაციის რაოდენობა წინა წელთან შედარებით 5.7%-ით შემცირდა. ახალი ბიზნესების რეგისტრაციასთან ერთად აგვისტოში წინა წელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც 55%-ით არის შემცირებული. სავალუტო შოკის პირობებში მეწარმეები ახალი ინვესტიციების განხორციელებას ზოგჯერ ერიდებიან, რადგანაც ქვეყანაში არსებული გაურკვევლობის ვითარება მათზე უარყოფით გავლენას ახდენს. 

ახალი საწარმოების დარეგისტრირების რაოდენობის შემცირების მიუხედავად, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის აგვისტოში არსებული 4 მილიარდიდან 4.5 მილიარდამდე არის გაზრდილი, რის გამოც დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვაზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდა 8.6%-ს შეადგენს. აგვისტოში კი რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2.3% შეადგინა. 

ახალი საწარმოების რეგისტრირების სიმარტივის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს პირველ ათეულშია. საქართველოში ტიპური ბიზნესის რეგისტრირება ორ დღეში, სულ ორი პროცედურის გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.

კომენტარები