ენერგეტიკა

კალაძე: Gazprom-თან სამუშაო შეხვედრა იყო

კახა კალაძე
facebook.com/kakhakaladzeofficial

საქართველოს ვიცეპრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი Gazprom-ის წარმომადგენლებთან შეხვედრას ადასტურებს და ამბობს, რომ ეს იყო ყოველწლიური სამუშაო შეხვედრა.

"სამუშაო შეხვედრა იყო. თქვენ იცით, რომ ჩვენ გაზის ტრანსპორტირების სახელმწიფო კომპანია ყოველ წელს ვაფორმებთ ხელშეკრულებას გაზპრომთან საქართველოში გაზის შემოტანაზე. ასეთი შეხვედრები ყოველწლიურად იმართება. ანალოგიური შეხვედრა იყო ბრიუსელში, გაზპრომის ხელმძღვანელობასთან, საქართველოში გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, ტრანზიტთან დაკავშირებით" - აცხადებას კალაძე.

ბრიუსელში ოფიციალური ვიტით მყოფი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია Gazprom-ის დირექტორს ალექსეი მილერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

Gazprom-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსთვის რუსული ბუნებრივი აირის მიწოდებისა და საქართველოს გავლით მისი სომხეთში ტრანზიტის საკითხები განიხილეს.

კომენტარები