შპს თბილსერვის ჯგუფის ზედამხედველობის სამსახურმა დედაქალაქში გეგმიური ინსპექტირებისას კომპანია ეკო-სტანდარტი ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევისთვის დააჯარიმა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, კომპანია დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების უკანონოდ განთავსებას ეწევა და 32-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე დაჯარიმდა.
"შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მოუწოდებს შპს „ეკო-სტანდარტს“ და სხვა სამართალდამრღვევ პირებს, რომ თავი შეიკავონ სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განმეორებით განხორციელდება" - აღნიშნულია განცხადებაში.



![ახლა ვინც არის [სუს-ში ივანიშვილისთვის] სანდო და თავისი არ არის?! – შარმანაშვილი](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2024/09/410184772_7663986620284502_8386643929780697349_n.jpg?h=31908307&itok=lgGp71ef)

