ვიზალიბერალიზაცია

კვირიკაშვილი: მიგრაციის კრიზისი ვიზალიბერალიზაციის პროცესს არ უნდა შეეხოს

გიორგი კვირიკაშვილი
ტაბულა

საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, არსებული მიგრაციის კრიზისი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესს არ უნდა შეეხოს. 

"ვიზალიბე
რალიზაცია არის ერთერთი უმთავრესი საკითხი მიმდინარე პოლიტიკურ დღის წესრიგში. იქნება შეხვედრები ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებთან. მათ შორის სამუშაო შეხევდრა ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკურ დირექტორებთან. ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება ქვეყნის მიერ გატარებული რეფორმები და ასევე ის, რომ დავარწმუნოთ ევროპელი კოლეგები, რომ არსებული მიგრაციის კრიზისი არ უნდა შეეხოს საქართველოს ვიზალიბერალიზიის პროცესს და რომ ჩვენ მზად ვართ ინსტიტუციურად, საკანონმდებლო კუთხით, იმისათვის რომ ვიყოთ პასუხისმგებლიანი პარტნიორი ევროპასთან ურთიერთობაში“-განაცხადა მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს 70-ე სესიაში იღებს მონაწილეობას, რომლის ფარგლებშიც ის შეხვდება უცხოელ კოლეგებსა და გაერო-ს ხელმძღვანელ პირებს. კვირიკაშვილის განმარტებით, შეხვედრების დროს ყურადღება დაეთმობა რეგიონში არსებულ გამოწვევებს, უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებულ თემებს, საუბარი შეეხება დევნილთა შესახებ საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერის საკითხს.

კომენტარები