მიგრანტების კრიზისი

გაერო: ევროპის ქვეყნებში ყოველდღიურად 8 ათასი მიგრანტი ჩადის

Reuters

ევროპის საზღვრებთან მიგრანტების ნაკადი არ წყდება. გაეროს ინფორმაციით, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ყოველდღიურად 8 ათასი სირიელი და ერაყელი ლტოლვილი ჩადის - ამ ინფორმაციას სააგენტო Reuters-თან საუბრისას გაეროს რეგიონული კოორდინატორი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთი ყოველდღიურად 5 ათას ლტოლვილს იღებს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) BBC-სთან საუბრისას აცხადებს, რომ კარგი ამინდებისა და ღია საზღვრების პირობებში, მიგრანტების დინება ზამთრის განმავლობაშიც გაგრძელდება.

გაეროს ცნობით, წლის ბოლოსთვის ჰუმანიტარული დახმარება შესაძლებელია 10 მილიონ ერაყელს დასჭირდეს.

2015 წლის განმავლობაში სირიიდან და სხვა კონფლიქტის ზონებიდან ევროპაში ნახევარ მილიონზე მეტი მიგრანტი ჩავიდა, რაც, წინა წელთან შედარებით, ორჯერ მეტია. რამდენიმე დღის წინ ევროპის ლიდერები 120 ათასი მიგრანტის განაწილების სადავო გეგმაზე შეთანხმდნენ. 

კომენტარები