არჩევნები 2016

ალასანია: ხელისუფლებას გამოვგლეჯთ ოცნებას და არ დავუთმობთ სააკაშვილის რეჟიმს

ჩვენ ისევ არ მოგვწონს ის, რაც არ მოგვწონდა სამი წლის წინ. ნაცმოძრაობას ჩვენს კონკურენტად არ ვთვლით და არც ჩვენი წინააღმდეგობის ობიექტად არ გვყავს გამოცხადებული. ჩვენ ხელისუფლების ოპოზიცია ვართ, მაგრამ დღეს ისევე არ მოგვწონს სააკაშვილის დროინდელი ძალადობრივი რეჟიმი, როგორც ეს იყო 2012 წლამდე. ჩვენ არ მოგვწონდა მისი მართვის სტილი - ძალადობრივი და უსამართლო. ამიტომ წავედით ოპოზიციაში. იგივე შევატყვეთ ივანიშვილს, რომელიც აბსოლუტურად იმავე მეთოდებით მართავს ქვეყანას. იმედი გვქონდა, რომ 2012 წლის მერე სპეცრაზმი პოლიტიკური მიზნებისთვის არ იქნებოდა გამოყენებული. დღეს ვხედავთ, რომ ისევ ხდება მოქალაქეების პირადი ცხოვრების ქექვა თუ მათი მოსმენა. კიდევ ერთხელ მინდა თქვენს მკითხველს ხაზგასმით ვუთხრა, რომ 2016 წლის არჩევნებზე დემოკრატები გავდივართ მარტო. ერთადერთ კოალიციას ვაკეთებთ, კოალიციას ჩვენს მოქალაქეებთან... ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რაც გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლება გამოვგლიჯოთ ოცნებას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დავუთმოთ სააკაშვილის რეჟიმს.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია გაზეთ რეზონანსის კითხვაზე, "ნაცმოძრაობასთან თანამშრომლობას მხოლოდ საპარლამენტო დონეზე აპირებთ თუ სხვა ტიპის თანამშრომლობასაც გეგმავთ?".

კომენტარები