ავღანეთში დაღუპული სამხედროები

ავღანეთში დაღუპულ ვასილ ყულჯანიშვილს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ

თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის ინფორმაციით, დაღუპულ ქართველ სამხედროს ვასილ ყულჯანიშვილს ავღანეთიდან დღეს ჩამოასვენებენ და ოჯახის გადაწყვეტილებით რუსთავში, სამშაბათს დაკრძალავენ.

"დაგვიდასტურა ავღანეთმა, სარდლობამ, ხვალ სპეციალური ამერიკული თვითმფრინავით ჩამოასვენებენ თბილისში. ოჯახის გადაწყვეტილებით, სამშაბათს იქნება დაკრძალვა. საბედნიეროდ მოვახერხეთ, რომ პროცედურა შეგვემოკლებინა და მინიმალურ ვადებში დასრულდა ექსპერტიზა, რაც სავალდებულოა ასეთ შემთხვევებში", - თქვა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გუშინ. 

მისივე ინფორმაციით, დაჭრილი ქართველი სერჟანტი გერმანიაში სამკურნალოდ უკვე გადაუყვანეს.

"მე თვითონ მას კვირას მოვინახულებ კლინიკაში. დარწმუნებული ვარ, იქ არანაირი პრობლემები არ იქნება. ექიმები ამბობენ, რომ სწრაფად გამოვა მდგომარეობიდან. როგორც ერთის, ისე მეორის შემთხვევაში მთლიანად ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო იღებს. დაჭრილი სერჟანტის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად ჩვენი პარტნიორები იღებენ საკუთარ თავზე, ეს ამერიკული კლინიკაა გერმანიაში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები დაჭრის შემთხვევაში გადაჰყავთ", - განაცხადა ხიდაშელმა. 

კომენტარები