ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურის, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილის დაიღუპვის გამო.
ვასილ ყულჯანიშვილი სამშობლოსთვის თავდადებული სამხედროა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილს ოჯახს, ახლობლებსა და მთლიანად შეიარაღებულ ძალებს", - ნათქვამია ენმ-ის განცხადებაში.





