როგორ მიმდინარეობს რუსული პროპაგანდა - თემები არის ძალიან ბევრი. მაგალითად, რუსებმა თუ პრორუსულმა ძალებმა რომ ჩამოაგდეს მალაიზიური თვითმფრინავი. ფაქტობრივად, მეორე დღიდან დაიწყო დაბომბვა საზოგადოების არა იმითი, რომ ეს არ იყო პრორუსული ძალები, არამედ - მაგალითად, Russia Today-ს ხომ შეეძლო ერთი თეორია აეღო, ვინ ჩამოაგდო თვითმფრინავი. არა, ასობით თეორია წამოვიდა, ეს, რასაკვირველია, ფართო საზოგადოებას ძალიან აბნევს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, დამტკიცდეს, რომ მართლა რუსეთმა ჩამოაგდო თვითმფრინავი, მაინც ჯდება სხვა აზრი. "იქნებ უცხოპლანეტელები იყვნენ?" აბსოლუტურად სერიოზულად ამბობდა Russia Today, რომ შეიძლებოდა, უცხოპლანეტელებს ჩამოეგდოთ. საქართველოში ჩაყრილია თემები და ამას იტაცებს საზოგადოების მოზრდილი ნაწილი. მაგალითად, დასავლეთი - როგორც არამართლმადიდებელი და გარყვნილი; ჰომოსექსუალობა რომ საშიშროებაა და დასავლეთიდან მოდის; ოჯახი რომ აღარ არსებობს დასავლეთში და თურმე მხოლოდ რუსის ოჯახი ყოფილა კარგი და მსგავსი სრულიად იდიოტური თემები.
tbl.ge/dl
დაკოპირდა

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი და ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე ტაბულას ეთერში, გადაცემაში თეორემა.
ამავე თემაზე
- ზახაროვას თქმით, რუსეთი და ჩინეთი ცდილობენ, რომ "პლანეტა კოლაფსისგან იხსნან"
- OpenAI-მ რუს პროპაგანდისტებთან დაკავშირებული ChatGPT-ის ანგარიშები დაბლოკა
- რუსეთის მტკიცებით, ევროპა მოლდოვის ოკუპაციისთვის ემზადება
- რუსეთის მტკიცებით, ევროკავშირი სერბეთში "მაიდნის" მოსაწყობად ემზადება
- დუგინი: ტრამპი სულ გაგიჟდა – სირცხვილია, ჩვენ ის გვიყვარდა




