ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა

მარგველაშვილი: უშიშროების საბჭოზე თათბირი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

ეროვნული უშიშროების საბჭო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ორგანო, რომელიც იკრიბება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. ამ საკითხების განსახილველად, ეს არის ყველაზე მაღალი ფორუმი და ფორმატი, სადაც მონაწილეობას იღებს პრეზიდენტიც, აღმასრულებელი ხელისფულებაც და საკანონმდებლო ხელსუფლებაც. სულ ახლახან ჩვენი ხაზი გავუსვით ამ ფორმატის უაღრეს პოლიტიკურ მნიშვნელობას და გავაფართოეთ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატი კიდევ უფრო და შევიყვანეთ კიდევ უფრო მეტი წევრი ამ საბჭოში. შესაბამისად, ამაზე უფრო მაღალი პოლიტიკური ფორმატი ქვეყნის უსაფრთხოების განსახილველად სახელმწიფოში არ არსებობს და ამდენად ამ საბჭოზე თათბირი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საშური საქმეა.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილი, კითხვაზე, ხომ არ შექმნა პრობლემა პრემიერის ეროვნული უშიშროების სხდომაზე არ დასწრებამ.

კომენტარები