საპარტნიორო ფონდი

საპარტნიორო ფონდს დავით საგანელიძე უხელმძღვანელებს

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს კუთვნილი უმსხვილესი საინვესტიციო ფონდის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა. საპარტნიორო ფონდს დავით საგანელიძე უხელმძღვანელებს. პრემიერის თქმით, საგანელიძე ოთხი მოწვევის დეპუტატია, ამასთანავე, მას საქართველოს ბანკსა და თიბისი ბანკში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილებაც აქვს.

საპარტნიორო ფონდის წინა ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე ორშაბათიდან საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს თავმჯდომარეა.

საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობამ 2011 წელს დააარსა, ის საქართველოს რკინიზგის 100%-იანი აქციების მფლობელია, ასევე სრულად ეკუთვნის საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა და თბილისის ენერგოგამანაწილებლის თელასის აქციების 24%. ფონდის ჯამური აქტივები 5.4 მილიარდ ლარს აღემატება.

კომენტარები