ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა

უშიშროების საბჭოს სხდომას პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

უშიშროების საბჭოს სხდომას საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ დაესწრება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერის დატვირთული განრიგიდან გამომდინარე, განსახილველ საკითხებზე მის პოზიციას თავდაცვის მინისტრი წარადგენს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განმარტავენ, ირაკლი ღარიბაშვილი ინფორმირებულია უშიშროების საბჭოს დღის წესრიგის შესახებ და სხდომაზე განსახილველი საკითხების თაობაზე თავდაცვის მინისტრს ესაუბრა. მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს უთხრეს, რომ პრემიერის და მინისტრის პოზიციები შეთანხმებულია და სწორედ თინა ხიდაშელი წარადგენს ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

კომენტარები