საკადრო ცვლილებები

კვირიკაშვილის პირველ მოადგილედ მიხეილ ჯანელიძე დაინიშნა

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ ჯანელიძე დაინიშნა.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნამდე, მიხეილ ჯანელიძეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ჯანელიძეს ასევე აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება, კერძოდ, 2003-2004 წლებში, იგი სამინისტროს საგარეო პოლიტიკის ანალიზისა და კველვის ცენტრში საქმიანობდა.

მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნულ პოსტზე დავით დონდუა შეცვალა. დონდუა მოადგილის რანგში გააგრძელებს საქმიანობას.

კომენტარები