კომპანია თელასის ინფორმაციით, დღეისთვის დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს გამო ელექტრომომარაგება დროებით შემდეგ უბნებს შეეზღუდებათ:
კრწანისის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და გრიშაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეონიძის, მაჩაბლის, ბაქრაძის, კოსტავას და ჭოველიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II და III კვარტლების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, სოფელ ზურგოვანის, სოფელ მუხათგვერდის, აღმაშენებლის ხეივნის 12 კმ-ის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, საბურთალოს, ბუდაპეშტის, კანდელაკის, ოთარ ჭილაძის, ბახტრიონის, ყაზბეგის და ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეთაგუროვის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თევდორე მღვდლის, ბორჯომის და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სახალხოს, დოდაშვილის, ჩკალოვის და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერიაშვილის და ჭირნახულის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია თელასი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.





