ლარის გაუფასურება

ჯავახიშვილი: დღეს ლარის სტაბილურობა­ზე პასუხისმგებელი არავინაა

სამართლებრივად, ქადაგიძე და ეროვნული ბანკი ლარის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი არ არიან და მეტიც, კონსტიტუციის თანახმად, დღეს ლარის სტაბილურობა­ზე პასუხისმგებელი არავინაა. ეს გაუგებარი ანომალიაა, მაგრამ რეალობა ასეთია და, სამწუხაროდ, დღემდე არც კანონმდებლობა შეცვლილა. ერთი რამის თქმა დარწმუნებით შემიძლია: 2.54-ს ქართული ეკონომიკა და საზოგადოება ვერ გაუძლებენ. რამდენიმე თვის წინანდელი­ მონაცემებით, აღებული სეს­ხ­­ების 64% დოლარში იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მოს­ახლეობამ უარი უნდა თქვას გადახდაზე, ან გაყი­დოს თუ რამე აქვს დარჩენილი. თუ ასე გაგრძელდება, მღელვარების საშიშროება იქნება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი კვირის პალიტრის კითხვაზე - ვინ არის პასუხისმგებელი ლარის გაუფასურებაზე.

კომენტარები