გაზმომარაგება

ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ხვალ გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ხვალ გაზმომარაგება შეუწყდება. ყაზტრანსგაზ თბილისის ცნობით, გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი მერკვილაძის ქუჩაზე მდებარე გაზგამანაწილებელი პუნქტის საპროფილაქტიკო სამუშაოებია. 

"ჩუღურეთის რ-ში, მერკვილაძის ქუჩაზე მდებარე გაზგამანაწილებელი პუნქტი #140-ის გეგმიური რევიზია-პროფილაქტიკის მიზნით, 15 სექტემბრის 11.00სთ-დან 17.00სთ-მდე გაითიშება აღნიშნული რეგულატორი.

გაზმომარაგება შეუწყდება მაზნიაშვილის, კანკავას, ჩიქობავას, ტურგენევის, წინამძღვრიშვილის ქ. 39-54, ჯავახიშვილის ქ. 21-50, აღმაშენებლის გამზ. 43, 45, 47, 53 კერძო სექტორის მოსახლეობას (720 აბონენტი). გაზმომარაგება აღდგება სამუშაოს დასრულებისთანავე", - აცხადებენ კომპანიაში.

გარდა ამისა, მუხაძის, ცხვედაძისა და დარიალის ქუჩების მოსახლეობის ნაწილს გაზი ხვალ შესაძლოა დაბალი წნევით მიეწოდოს. შეფერხების მიზეზი ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე გაზგამანაწილებელ პუნქტში სარევიზიო-საპროფილაქტიკო სამუშაოებია. 

"ვაკის რ-ში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე გაზგამანაწილებელი პუნქტი #43-ის გეგმიური რევიზია-პროფილაქტიკის მიზნით, 15 სექტემბრის 11.00 სთ-დან 17.00 სთ-მდე გაითიშება აღნიშნული რეგულატორი. რადგან გმპ დარგოლილია, გაზი შესაძლოა მიეწოდოს ჩვეულ რეჟიმზე დაბალი წნევით მუხაძის, ცხვედაძისა და დარიალის ქუჩების მოსახლეობის ნაწილს (330 აბონენტი). გაზმომარაგება აღდგება სამუშაოს დასრულებისთანავე", - აცხადებენ ყაზტრანსგაზში.

კომენტარები