თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია თელასის ინფორმაციით, დღეისთვის დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს გამო ელექტრომომარაგება დროებით შემდეგ უბნებს შეეზღუდებათ:

საბურთალოს რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის და ბროლოსანის ქუჩის მაცხოვრებლებლებს.

ნაძალადევის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ერწოს, ქვიშხეთის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის მაცხოვრებლებს.

კომპანია თელასი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

კომენტარები