შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მეუღლესთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად 11 სექტემბრის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას თეთრი სახლის წინ პატივი წუთიერი დუმილით მიაგო. ტრაგედიის მე-14 წლისთავი დღეს ნიუ იორკში, 11 სექტემბრის მემორიალთან აღინიშნება.
2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტების მიერ გატაცებული ორი სამგზავრო თვითმფრინავი ნიუ იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ შენობას შეეჯახა, ერთი - პენტაგონის შენობას, კიდევ ერთი ლაინერი პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა. სულ ტერაქტს, რომელიც ალ კაიდამ მოაწყო, 3 ათასამდე ადამიანი შეეწირა.





