თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია თელასის ინფორმაციით, ხვალისთვის დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს გამო ელექტრომომარაგება დროებით შემდეგ უბნებს შეეზღუდებათ:

ვაკის და საბურთალოს რაიონები

გეგმიური სამუშაოების გამო 09:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, თოფურიას, ნუცუბიძის, ბუდაპეშტის, ტაშკენტის, ფანასკერტელ-ციციცშვილის, წინაუბნის, ნატახტარის, იყალთოს, ბაკურციხის და ტუსკიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის ქუჩის მაცხოვრებლებლებს.

კრწანისის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნაკაშიძის, ბარათაშვილის და სანაპიროს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, ჩოლოყაშვილის II კვარტლის, ლერწმის, მანავის და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანისა და მუხიანის IVბ მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სადგურ ლილოს, მშვიდობის ქუჩის (დიდი ლილო), ვარკეთილის მეურნეობის დასახლების და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ბუაჩიძის, გუდამაყრის, ც. დადიანის, ალილუევის, ვახტანგ მახალდიანის, ჩოხატაურის, კავთისხევის, დეპოს, ჭყონდიდელის, მახინჯაურის, კოხრეიძის და საყვირის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ფოთის, დავით ყიფიანის, ცაბაძის, გორის, ეგნატე ფიფიას და მარუაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია თელასი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

კომენტარები