თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

კომპანია თელასის ინფორმაციით, დღეისთვის დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს გამო ელექტრომომარაგება დროებით შემდეგ უბნებს შეეზღუდებათ:

მთაწმინდის და ჩუღურეთის რაიონები

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, აბაშიძის, თაბუკაშვილის, კეკელიძისა და პეტრიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მაზნიაშვილის, კიევის, წინამძღვრიშვილის, ჩუბინაშვილის, ნინოშვილის, დოლიძის და კონსტიტუციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე ინტერვალში 1 საათით შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, რესპუბლიკის მოედნის, აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ვერეს დაღმართის, სარაჯიშვილის, საქანელას, 8 მარტის, მარჯანიშვილის, სანკტ-პეტერბურგის, უზნაძის, უშანგი ჩხეიძის, ჯანსუღ კახიძის და ტეტელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებლებს.

ვაკის და საბურთალოს რაიონები

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის IV მიკრორაიონის, მხატვრების დასახლების, სოფელ ლისის, ფერმწერთა და ვარაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არაყიშვილის და აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, გელოვანის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების და იასამნის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მშვიდობის ქუჩის (დიდი ლილო), ვარკეთილის მეურნეობის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, აეროდრომის დასახლების, მოსკოვის გამზირის და ქაიროს ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის VI მიკრორაიონის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მიქელაძისა და სამტრედიის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის, ახმეტელის და ბოხუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, დოდაშვილის, ჩკალოვის, იუნკერთა და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭყონდიდელის და საყვირის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V, VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ) და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია თელასი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

კომენტარები