შინაპატიმრობა

პრემიერი კახიშვილს: წინასწარ შეუკვეთეთ სამაჯურები მინისტრებისთვის

ირაკლი ღარიბაშვილი
რუსთავი 2

"წინასწარ შეუკვეთეთ სამაჯურები მინისტრებისთვის", - ხუმრობით გამოეხმაურა პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სასჯელაღსრულების მინისტრის კახა კახიშვილის გადაწყვეტილებას შინაპატიმრობის უზრუნველყოფის მიზნით არასრულწლოვნებისთვის სპეციალური სამაჯურების შეძენასთან დაკავშირებით. პრემიერმა კახიშვილის ინიციატივა მოიწონა.

სასჯელაღსრულების სამინისტრო სასჯელის მოხდის ახალი ფორმის - შინაპატიმრობის უზრუნველსაყოფად 200 სამაჯურს შეიძენს. აღნიშნულის შესახებ მინისტრმა კახა კახიშვილმა პრემიერმინისტრს მთავრობის სხდომაზე აცნობა. სამაჯურებით თავდაპირველად არასრულწლოვნები ისარგებლებენ. მინისტრის თქმით, სამაჯურები სერვერებით 520 000 ამერიკული დოლარი ჯდება.

კომენტარები