თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

თბილისის ნაწილს დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს გამო დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ თელასი იუწყება.

სამგორის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, აბაშვილის, იუმაშევის და ჭირნახულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სადგურ ლილოს და ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩახრუხაძის, ახუნდოვის, ყავლაშვილის, შავთელის, ავლევის, იეთიმ გურჯის, სულთანიშვილის, ნაკაშიძის, ბარათაშვილის, ვერცხლის და კოტე აბხაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სამტრედიის, გვეტაძის, ყიფიანის, აგლაძის და გაფრინდაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, ღვინის ჩიხის, ტყავის ჩიხის, იერუსალიმის, კოტე აფხაზის, გრიგოლ ხანძთელის, თუმანიანის, თონეთის, საიათნოვას და ბერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, სოფელ გლდანის და ავშნის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, ჭავჭავაძის გამზირის, შატბერაშვილის, კეკელიძის, პეტრიაშვილის, აბაშიძის, არაყიშვილის და ნინო ჟვანიას ქუჩებისა მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სულხან ცინცაძის ქუჩის, ონკოლოგიურის ფერდობის და ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ქოშიგორას დასახლების, დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ძოწენიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და ჩუბინაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო ქალაქი 202-ის, ქეთევან წამებულის, წინანდლის, კასპის, კაიშაურის, ბაბისხევის და მიხეილ მრევლიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ წავკისის და ტაბახმელის მაცხოვრებლებს.

კომპანია თელასი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

კომენტარები