ხელისუფლება და ოპოზიცია

ჟორჟოლიანი: იმას, რომ ძალიან ბევრი რამე გაკეთდა, დისკუსია არ სჭირდება

მგონია, რომ ჩვენ, რომლებსაც პასუხისმგებლობა გვეკისრება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ თუ ჩვენ დავკავდებით მუდმივად პასუხით ჩვენი იმ ოპონენტების მიმართ, რომლებიც მუდმივად იმეორებენ, რომ ყველაფერი არის ცუდად, ივანიშვილი არის დამნაშავე და ა.შ., და მათ ვუპასუხებთ, რომ ყველაფერი არის კარგად და ა.შ., ჩვენ ქვეყნის საქმეს წინ ვერ წავწევთ. ის, რომ ყველაფერი არ არის ცუდად და ის, რომ ძალიან ბევრი რამე გაკეთდა - თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია - ეს ყველაფერი დღეს საქართველოში შეუდარებლად უკეთეს მდგომარეობაშია, მათ შორის, სოციალური პოლიტიკა - ამას დისკუსია არ სჭირდება. ეს ხალხმა და ყველა ობიექტურმა დამკვირვებელმა იცის.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები