მიწისქვეშა გადასასვლელები

მერია: 25 მიწისქვეშა გადასასვლელი გარემონტდება და სრულად განათდება

შპს უძრავი ქონება-თბილისმა დედაქალაქის მასშტაბით არსებულ 25 მიწისქვეშა გადასასვლელში სარემონტო სამუშაოები დაიწყო. თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში აღირიცხა გადასასვლელებში დაზიანებული პარაპეტები, კიბის საფეხურები, კედლები, ჭერი, ცხაურები, სანათები.

"სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მათი დასრულების შემდეგ იგეგმება აღნიშნული მიწისქვეშა გადასასვლელების სრულად განათება. ასევე დაგეგმილია ყველა მიწისქვეშა გადასასვლელის აღჭურვა ჩასასვლელის მაჩვენებელი ფირნიშებით. მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებულ ვიდეოკამერებს გაუკეთდებათ ლითონის დამცავი ყუთები", - აცხადებს თბილისის მერია.

კომენტარები