რუსეთის პრეზიდენტმა და პრემიერმა უჩვეულო ფოტოსესია მოაწყვეს: პრეზიდენტის სოჭის რეზიდენციაში მათ კამერების წინ ივარჯიშეს, შემდეგ ბარბექიუ მოამზადეს და ისაუზმეს. პიარკამპანიას ვლადიმირ პუტინის სპორტული იმიჯის შესაქმნელად კრემლი რამდენიმე წლის წინ აქტიურად აწარმოებდა. თუმცა, ასეთი იმიჯით პრეზიდენტი და პრემიერი საზოგადოების წინაშე პირველად წარდგნენ. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის თქმით, არაფორმალურ გარემოში პუტინმა და მედვედევმა ეკონომიკაში არსებულ სიტუაციაზე იმსჯელეს.

Ekaterina Shtukina / RIA Novosti
tbl.ge/83h
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი დააკავეს
- "არ მიხარია" – კადიროვი მომავალ არჩევნებში ჩეჩნეთის ლიდერის პოსტზე კვლავ წარადგინეს
- "მანქანა გამიჩერდა. ავზი ნულზეა" - ვოლოგდის გუბერნატორი
- 2007 წლის შემდეგ პირველად, რამზან კადიროვი პუტინის პარტიის საპარლამენტო სიაში ვერ მოხვდა
- რუსეთში დააკავეს ვეტერანი, რომელიც კრიტიკულ მიმართვებს წერდა და ამბოხებით იმუქრებოდა




