ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის მიხედვით, ლარი დღეს თითქმის 3.9 თეთრით გამყარდა, ხვალიდან 1 დოლარი 2.377 ლარი ეღირება. ლარი 5 თეთრით გამყარდა ევროსთან მიმართებითაც, ხვალიდან 1 ევრო 2.717 ეღირება.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2015 წლის სავალუტო კრიზისის პიკური ნიშნული გუშინ დაფიქსირდა, როცა ლარის გაცვლითმა კურსმა დოლართან მიმართებით 2.416 ლარი შეადგინა.