ლარის გაუფასურება

ჯავახიშვილი: ეროვნულ ვალუტაზე საუბრისას, ყოველთვის ფრთხილად უნდა იყო

როდესაც ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე ლაპარაკობს ადამიანი, ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოს. იმიტომ, რომ ამაზეა ადამიანის ამწუთიერი იმედები დაფუძნებული. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ პრემიერი აბსოლუტურად მართალი იყო და ეს შეურაცხმყოფელი არავისთვის არ იყო. უფრო მოწოდება იყო იმისა, რომ ფრთხილად მოიქეცით, როდესაც ლარზე ლაპარაკობთ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ლარის კურსზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა. ლართან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას პრემიერმა "ფსიქოლოგიურ-ემოციური აჟიოტაჟი" უწოდა.

კომენტარები