გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტი კონსტიტუციის დღის უქმედ გამოცხადების ინიციატივით გამოდის

დღევანდელ დღეს 20 წლის წინ ქართველმა საზოგადოებამ ღვთისა და ერის წინაშე და მთელი კაცობრიობის წინაშე მტკიცედ, დაადგინა თავისი ნება, აეშენებინა დემოკრატიული, ადამიანის უფლებებზე დამყარებული, სამართლებრივი, სოციალური და მშვიდობიანი სახელმწიფო. ჩვენი მიზანია კონსტიტუცია გახდეს საერთო სახალხო დოკუმენტი. კონსტიტუციის პოპულარიზაციის მიზნით ჩვენ ვაწესებთ კონკურსს ახალგაზრდობაში და მე იმედი მაქვს, რომ ეს გარკვეულ ახალ ტალღას მისცემს ახალგაზრდობის შიგნით დებატებს. დამსწრე საზოგადოებას მინდა გაგიზიაროთ ერთი იდეა, დღევანდელი დღის უქმე დღედ გამოცხადების თაობაზე, რაც ასევე კიდევ უფრო ხაზს გაუსვამს თითეული მოქალაქის კუთვნილებას ამ დოკუმენტის მიმართ. 

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე,

კომენტარები