მაიკლ ჯორდანის საქმე

სუპერმარკეტების ქსელი მაიკლ ჯორდანს 8,9 მილიონ დოლარს გადაუხდის

ჩიკაგოს სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლეგენდარული კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი სუპერმარკეტების ქსელისგან კომპენსაციის სახით 8,9 მილიონ დოლარს მიიღებს, ამის შესახებ ინფორმაციას foxsports ავრცელებს.

დომინიკს-მა 2009 წელს, გაზეთ სპორტ ილუსთრეითედსში რეკლამა განათავსა, სადაც ჯორდანის სახელი იყო გამოყენებული, რის გამოც ამ უკანასკნელმა კომპანიას სასამართლოში უჩივლა და 21 აგვისტოს მოუგო კიდეც.

"მაიკლ ჯორდანი ქალაქის სიამაყეა, მან NBA-ს ექვსი ჩემპიონის ტიტული მოგვიპოვა და ჩვენც შესაბამისი პატივისცემით უნდა მოვექცეთ," - თქვა საქმის განხილვისას ჯორდანის ადვოკატმა, რაზეც მისმა კოლეგამ, რომელიც დომინიკსის ინტერესებს იცავდა, უპასუხა:"ჩვენ ჯორდანს დიდ პატივს ვცემთ და ვაფასებთ მის ღვაწლს ჩიკაგოს მიმართ და თანახმა ვართ კომპენსაციის სახით გადავუხადოთ 126 000$".

საბოლოოდ, მოსამართლემ კომპანიის მიერ დასახელებული თანხა არასაკმარისად მიიჩნია და თუმცა ბოლომდე არ დააკმაყოფილა, მაგრამ უპირატესობა მაინც კალათბურთელის მოთხოვნას მიანიჭა. ჯორდანი დომინიკსისგან 10 მილიონ დოლარს ითხოვდა.

"სასამართლოდ გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ. ჩემი სახელის მოსახვეჭად მრავალი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ვიშრომე და არავის აქვს უფლება ის დაუკითხავად გამოიყენოს," - თქვა სასამართლოდან გამოსვლისას მაიკლ ჯორდანმა.

კომენტარები