თურქეთის არჩევნები

ერდოღანმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 1 ნოემბრისთვის დანიშნა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პირველი ნოემბრისთვის დანიშნა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის პრემიერმა განაცხადა, რომ ახალარჩეულ პარლამენტში მმართველი კოალიცია ვერ შეიქმნება.

ივნისში გამართულ არჩევნებზე მმართველმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ, პირველად 2002 წლის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა. მოლაპარაკებები კოალიციის შექმნის თაობაზე უშედეგო გამოდგა. 

კომენტარები