დაგეგმილი სამუშოების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. თელასის განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგებათ.
გლდანის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, მოსულიშვილის, შეშელიძის, ვეკუას, ხიზაბავრის, უწერის, ჯანჯღავას და ლიბანის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 10:00-დან 16:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელ ფონიჭალის და მარნეულის ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, სარაჯიშვილის, გოძიაშვილის და იასამნის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00-დან 17:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელ ზურგოვანის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ლვოვის, ონიაშვილის, ბუდაპეშტის, კანდელაკის, ლევანდოვსკის, ცხინვალის, ზემო ვეძისის, ყუშიტაშვილის და ვაზისუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00-დან 16:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ჯავახიშვილის, მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის, აბაშიძის, ნინოშვილის და ჩუბინაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: დოესის, ლეხ კაჩინსკის, აწყურის, უბილავას, კასპის, ზურაბიშვილის, ნოსირის, წინანდლის, კობარეთის, ყვარლის, მთისძირის, ტვიშის, უშაკოვის, რატილის, მესხეთის, წალენჯიხის, ტოლენჯის და გეზათის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიის, თევდორე მღვდლის და გორის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 11:00-დან 13:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ნაკადულის ქუჩის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 11:00-დან 15:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ზესტაფონის და ხვინგიას ქუჩების მცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო", - აცხადებს თელასი.





