ზურაბ ჟვანიას საქმე

მსაჯულებმა ხარშილაძის და ძაძამიას გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ნაფიცმა მსაჯულებმა კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს.

ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი მეორე ეტაპზე ანუ 6-საათიანი დროის დამატების შემდეგ მალევე გამოიტანეს. ვერდიქტისთვის საჭირო იყო ხმათა უმრავლესობა. კერძოდ, 8 ხმა 4-ის წინააღმდეგ.

პირველ ეტაპზე, რომელიც 3-საათიან ვადას მოიცავდა, ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება ერთხმად ვერ მიიღეს, შესაბამისად დამატებითი შემდეგი დროის განსაზღვრა გახდა საჭირო.

გამამტყუნებელი ვერდიქტის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა გადაწყვიტონ, შეუმსუბუქდებათ თუ დაუმძიმდებათ სასჯელი ჟვანიას საქმეზე ბრალდებულ კობა ხარშილაძესა და მიხეილ ძაძამიას.

კომენტარები