ლარის კურსი

ხადური: უცხოური ინვესტიციები იქნება მაღალი, რაც ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს

ნოდარ ხადური
ტაბულა

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა 2015 წლის 7 თვის ბიუჯეტის მონაცემები შეაჯამა. მინისტრი ამბობს, რომ გასულ წელთან შედარებით საბიუჯეტო თანხების ხარჯვა თანაბრად მიმდინარეობდა.

ხადურის თქმით, ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რათა ლარი არ გაუფასურდეს. მისი განცხადებით, 2015 წლის 7 თვის ფაქტიური მონაცემებით, თითქმის ერთი მილიარდი ლარით მეტია ბიუჯეტში მობილიზებული, გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ხოლო გადასახდელების ნაწილში 580 მლნ ლარით მეტია ათვისებული 2014 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, რაც ბიუჯეტის თანაბარი ხარჯვის ტენდენციაზე მიუთითებს.

„ფისკალური პოლიტიკა იყო იმდენად დაბალანსებული, რომ მან დადებითი როლი შეიტანა წლის პირველი 8 თვის განმავლობაში, არა მარტო გაცვლით კურსზე, მაგრამ გაცვლით კურსთან მიმართებაშიც. რაც შეეხება წლის მეორე ნაწილს, ისევ ფისკალური პოლიტიკის გადმოსახედიდან გეტყვით, რომ ჩვენ გავაგრძელებთ დაბალანსებულ პოლიტიკას და გითხარით, რომ შემოდინებები უცხოური ვალუტის, მათ შორის, ბიუჯეტის მხრიდან, ბიუჯეტში მისაღები თანხები, მათ შორის, უცხოური დონორების მიერ განხორციელებული პროექტები, უცხოური ინვესტიციები იქნება მაღალი, რაც საკმაოდ ოპტიმისტურ საფუძველს გვაძლევს", - განაცხადა ხადურმა.

კომენტარები