საკადრო ცვლილებები შსს-ში

გავრცელებული ინფორმაციით, დავით ცინარიძე და მისი მოადგილე გაათავისუფლეს

დავით ცინარიძე
შსს

გავრცელებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი დავით ცინარიძე და მისი მოადგილე გიორგი ჭანტურია თანამდებობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნულ ინფორმაციას თავად ჭანტურია ოფიციალურად არ ადასტურებს და ამბობს, რომ ჯერჯერობით თანამდებობა არ დაუტოვებია, ხოლო ცინარიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი კომენტარს არ აკეთებენ.

აღსანიშნავია, რომ დავით ცინარიძე და გიორგი ჭანტურია რამდენიმე თვის წინ მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილის ვიდეოში ფიგურირებდნენ, რომელიც პატრულმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გააჩერა. ყუშიტაშვილი პატრულს მათ სახელებს უხსენებდა და ამბობდა, რომ ის არ უნდა გაეჩერებინათ.

კომენტარები