საკადრო ცვლილებები შსს-ში

თალაკვაძე: გომელაური ის ადამიანი არ არის, რომელიც სიებით მართავს სამინისტროს

mcla.gov.ge

შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ვახტანგ გომელაური ის მინისტრი არ არის, ვინც სამინისტროს სიებით მართავს. ამის შესახებ განცხადება თალაკვაძემ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის მიხედვით, ახლადდანიშნულმა მინისტრმა ნაციონალურ მოძრაობასთან და გახმაურებულ საქმეებთან კავშირის მქონე თანამშრომლების სია მოითხოვა, რის საფუძველზეც სამინისტროში საკადრო ცვლილებები უნდა განახორციელოს.

"ვახტანგ გომელაური არ არის ის მინისტრი და ის ადამიანი, რომელიც სიებით მართავს სამინისტროს. იცით, რომ გამოძიება მიმდინარეობს. თუ გამოიკვეთება რომელიმე ჩვენი თანამშრომლის ბრალეულობა, აუცილებლად იქნება ადეკვატური გადაწყვეტილებები მიღებული. თქვენ იცით, რომ არაერთმა მაღალჩინოსანმა უკვე დატოვა თანამდებობები სწორედ იმ შეკითხვების გამო, რაც საზოგადოებაში არსებობდა", - აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები