რუსეთის სანქციები

რუსეთმა სანქცირებული ქვეყნების სია გააფართოვა

რუსეთის პრემიერმინისტრმა დმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებას იმ ქვეყნების სიის გაფართოებასთან დაკავშირებით, რომელთა წინააღმდეგაც მოსკოვის მიერ დაწესებული სანქციები იმოქმედებს. სანქცირებული ქვეყნების სიას ალბანეთი, მონტენეგრო, ისლანდია და ლიხტენშტაინი დაემატნენ.

"ევროკავშირის ქვეყნებს, ასევე ავსტრალიას, კანადას, ნორვეგიასა და აშშ-ს, რომელთაც გასული წლის აგვისტოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი აეკრძალათ, დავამატეთ რიგი ქვეყნები - ალბანეთი, მონტენეგრო, ისლანდია და ლიხტენშტაინი, ასევე უკრაინა გარკვეული პირობებით", - თქვა მედვედევმა. მისივე თქმით, უკრაინის წინააღმდეგ შეზღუდვები მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ეკონომიკურ ნაწილს კიევი აამოქმედებს.

კომენტარები