გაზმომარაგების შეზღუდვა

თბილისის ნაწილს ხვალ გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება

http://globe-views.com

ყაზტრანსგაზ-თბილისის ინფორმაციით, თბილისის რამდენიმე რაიონში ჩასატარებელი სარეკონსტრუქციო სამუშაოს გამო ხვალ, 11.00-დან 17.00 საათამდე გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება:

- პ. ქავთარაძის ქუჩის N 25-1, 25-2, 25-3, 25-4 შენობებს (სულ - 370 აბონენტს);

- სამგორის რაიონში - ჯავახეთის ქუჩის N 1, 3, 5, 5-ა, 7, 9, 9-ა; ჯავახეთის II შესახვევის N 6, 8, 10, 12; ხომლელის ქუჩის N 2, 8, „დ", „ჟ"; ხომლელის II შესახვევის N 4-ა, 4-ბ და მესამე მასივის V კვარტლის N 2, 3, 4 შენობებს (სულ - 1020 აბონენტს);

- სოფელ დიღმის ე.წ. ნატბეურის დასახლებაში - გ. ჭანტურიას, მ. ვაშაძის ქუჩებსა და მიმდებარედ არსებულ შენობებს (სულ - 150 აბონენტს);

- თემქის დასახლების IV კვარტლის N 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 7-ა, 8, 9, 9-ა, 9-ბ შენობებს (სულ - 480 აბონენტს).

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მიუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, დაკეტონ ონკანები. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის.

კომენტარები