ღარიბაშვილი დიდგორობაზე

ღარიბაშვილი: სკოლის დირექტორებს მოსწავლეებისთვის დიდგორის ჩვენება დაევალებათ

დიდგორობა ჩვენი საამაყო დღე და დღესასწაულია. ჩვენი ვალია, ყოველ წელს აქ მოვიდეს არა მხოლოდ მთავრობა, არამედ მოსახლეობა და ეს დღე ვიზეიმოთ. მინდა, ორი ინიციატივის შესახებ განგიცხადოთ: აქ მართლაც განსაახლებელია ინფრასტრუქტურა. მინდა დღესვე დავავალო ნოდარ ჯავახიშვილს, რომ დავიწყოთ პროექტირება, გუბერნატორს უკვე დავავალე ეს. გვინდა, გაისად განახლებული მოედანი იყოს და ყველაფერი ისე მოეწყოს, როგორც ჩვენს დიდ მეფეს და დიდგორს ეკადრება. მეორე ინციატივა - განათლების მინისტრს მინდა დღეს დავავალო, რომ ყოველწლიურად ყველა სკოლის დირექტორს დაევალოს ბავშვების, სკოლის მოსწავლეების აქ ჩამოყვანა და დიდგორის ველის ჩვენება. ეს მართლაც მნიშვნელოვანია მომავალი თაობების აღზრდისთვის

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდგორობის დღესასწაულზე კომენტირებისას

კომენტარები