უეფას სუპერთასის მატჩის ნახვა მსურველებს, ხვალ, დიდ ეკრანზე შეეძლებათ. როგორც დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ვაკის პარკში მონიტორის დამონტაჟებას თბილისის მერია უზრუნველყოფს და შესაბამისი სამუშაოები ვაკის პარკში უკვე მიმდინარეობს. უეფას სუპერთასის მატჩი ბარსელონასა და სევილიას შორის 11 აგვისტოს, დინამო არენაზე, თბილისის დროით 22:45 წუთზე გაიმართება.
უეფას სუპერ თასი 2015
უეფას სუპერთასის მატჩის ნახვა მსურველებს დიდ ეკრანზე შეეძლებათ
![](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_lg/public/photos/2015/07/supercup.jpeg.jpg?itok=Tt6Oe91A)
gff.ge