უეფას სუპერ თასი 2015

უეფას სუპერ თასი უკვე თბილისშია

რევაზ არველაძე, კახა კალაძე, დავით ნარმანია, ზვიად სიჭინავა
gff.ge

უეფას სუპერ თასის მატჩამდე 143 დღით ადრე, შეხვედრის მთავარი სიმბოლო - თასი, უკვე თბილისშია.

სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიას საპრესკონფერენციო დარბაზში, თასის პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სფფ-ს პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და სფფ-ს გენერალური მდივანი რევაზ არველაძე დაესწრნენ.

სფფ-ს ცნობით, ნარმანიამ და კალაძემ სუპერ თასის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, თბილისის მერმა კი აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება ქალაქისა და ქვეყნისთვის ბევრის მომცემი იქნება.

რაც შეეხება 11 აგვისტოს გასამართ შეხვედრას, მასზე დასასწრები ბილეთები ევროპაში მიღებულ ფასებზე ბევრად დაბალი იქნება და 7, 15 და 30 ევროს შეადგენს.

კომენტარები