რეკლამა

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიბერთი ბანკის ბრენდის დესპანი გახდა

ლიბერთი ბანკი

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიბერთი ბანკის ბრენდის დესპანი გახდა. დღეს ლიბერთი ბანკის სათავო ოფისში, ბანკის გენერალურმა დირექტორმა პრესას ახალი დესპანი წარუდგინა. ნიკოლოზ ბასილაშვილის გარდა, ლიბერთი ბანკის დესპანები პიანისტი ბექა გოჩიაშვილი და წყალბურთელი ირაკლი ბოლქვაძე არიან.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ახლახანს წარმატებით იასპარეზა უიმბლდონის ჩემპიონატში და მერვედფინალში ითამაშა. 26 ივლისს კი ჰოლანდიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო და ახლა ის მსოფლიოს 90-ე ჩოგანია.

კომენტარები