2008 წლის აგვისტოს ომი

ბოკერია: შვიდმა წელმა გვაჩვენა, რომ ბრძოლა გრძელდება, საფრთხე არ გამქრალა

დღეს ჩვენი საზოგადოება პატივს მიაგებს იმ ადამიანებს, იმ ჯარისკაცებს, პოლიციელებს, ვინც საკუთარი სიცოცხლე შეწირა ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს სუვერენიტეტს. ჩვენი სახელმწიფოს არსებობას. ამიტომ ჩვენი ყველას ვალია, რომ ჯერ ერთი არ დავივიწყოთ მათი მსხვერპლი, მათი ხსოვნა გვქონდეს ყოველთვის, პატივი მივაგოთ მათ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს სუვერენიტეტი, ეს თავისუფლება შევინარჩუნოთ და არავითარ შემთხვევაში არ ვიყოთ უპასუხისმგებლოები, მით უმეტეს, როცა ამ ადამიანების სიცოცხლე შეეწირა ამ თავისუფლებას. ამ შვიდმა წელმა გვაჩვენა ის, რომ ეს ბრძოლა გრძელდება, ეს საფრთხე არ გამქრალა და უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებულები და კონცენტრირებულები, როგორც საზოგადოება, რათა არ დავუშვათ ამ მონაპოვრის დაკარგვა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო მდივანი გიგა ბოკერია, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას.

კომენტარები