რუსული ბაზარი

დანელია: ვიღაცის ხუშტურებზე ეკონომიკურ ურთიერთობებს ვერ ავაგებთ

ნებისმიერი ბაზარი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ბაზარი იქნება ეს. საქართველოს ნამდვილად არ აქვს იმის ფუფუნება, რომ, უკაცრავად და, ვიღაცის ხუშტურებზე თუ პირად მოსაზრებებზე ავაგოთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები. ნებისმიერ ბაზარს უნდა გავუფრთხილდეთ, ნებისმიერ ბაზარში კიდევ უფრო მეტი პენეტრაციის შესაძლებლობები უნდა ვეძებოთ. რა თქმა უნდა, უნდა ვეძებოთ ალტერნატიული ბაზრებიც. ერთი მეორეს ხელს ნამდვილად არ უშლის, პირიქით. ეს არის მთავრობის ვალდებულება და ჩვენ ამას ძალიან კარგად ვაკეთებთ.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კომენტარები