ემბარგო

ბოკერია: მთავრობა არ უნდა ატყუებდეს ხალხს, რომ რუსეთში არის ჩვენი ხსნა

ივანიშვილის ხელისუფლება მუდმივად გვატყუებდა, როდესაც საუბრობდა საკუთარ წარმატებაზე რუსეთთან ურთიერთობების კუთხით, რუსული ბაზრის გახსნაზე. პრაქტიკულად, გვეუბნებოდა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მომავალი არის სწორედ ამ მიმართულებაში - რუსეთის ბაზარზე. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ საფრთხეზე, რომლის წინაშეც დგანან მეღვინეები და ჩვეულებრივი მოქალაქეები, ვისაც ვაზი და ვენახი აქვთ, არის მთლიანად მათზე. ჩვენ უნდა ვეძებოთ ახალი ბაზრები. მთავრობა და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები არ უნდა ატყუებდნენ ხალხს, რომ რუსეთში არის ჩვენი ხსნა.

ენმ-ის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია რუსეთის მიერ საქართველოზე ემბარგოს შესაძლო დაწესებაზე.

კომენტარები