სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

აბაშიძე RIA Novosti-ს: საქართველო ახალ ანტირუსულ სანქციებს არ შეერთებია

ზურაბ აბაშიძე

"საქართველო ევროკავშირის ახალ ანტირუსულ სანქციებს არ შეერთებია", - ამის შესახებ RIA Novosti-ს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

"ერთი კვირის წინ ავხსენით, რომ ახალი არაფერია. ჯამში ევროკავშირმა 15 სანქცია მიიღო უკრაინის მოვლენების გამო. გასულ წელს საქართველო ერთს შეუერთდა, რაც ყირიმში და სევასტოპოლში დამზადებული ნაწარმის ექსპორტს ეხება. ეს სანქცია გახანგრძლივდა მიმდინარე წლის 19 ივლისს. ამიტომაც ვიმეორებ, რომ ახალ სანქციას საქართველო არ შეერთებია", - თქვა აბაშიძემ.

ევროკავშირის მინისტრებმა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ერთი წლით გაახანგრძლივეს.

კომენტარები