სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

რუსეთი ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის სანქციებს მიუერთდნენ, ემბარგოს დაუწესებს

euractiv.de

4 აგვისტოს კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ ვლადიმირ პუტინი მხარს დაუჭერს იმ ქვეყნებისთვის ემბარგოს დაწესებას, რომლებიც 19 ივლისს შეუერთდნენ რუსეთის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიასთან დაკავშირებით ევროკავშირის დაწესებულ სანქციებს. საქართველო ამ სანქციებს მისი შემოღებიდან მალევე მიუერთდა, 19 ივლისს კი სანქციების გახანგრძლივებას დაუჭირა მხარი. 

ემბარგოს შემოღების ინიციატივით დღეს რუსეთის პრემიერმინისტრი დმიტრი მედვედევი გამოვიდა. მედვედევის თქმით, რუსეთმა უნდა გადახედოს იმ ქვეყნების სიას, რომელთა წინააღმდეგაც აქვს დაწესებული სამრეწველო პროდუქციაზე ემბარგო და მასში შეიყვანოს ის ქვეყნებიც, რომლებიც ევროკავშირის სანქციებს მიუერთდნენ. სანქციების პროექტის მომზადება რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა.

რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს 19 ივლისს შეუერთდნენ მონტენეგრო, ალბანეთი, ისლანდია, ნორვეგია და ლიხტენშტაინი. 

კომენტარები