რძის რეგლამენტი

სოფლის მეურნეობის სამინისტრო: რძის რეგლამენტი ფასების ზრდას არ გამოიწვევს

Getty Images

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით რძის რეგლამენტის ძალაში შესვლამ პროდუქტებზე ფასების მატება არ უნდა გამოიწვიოს. ახალი რეგულაციის მიხედვით რძის ნაწარმის ეტიკეტზე წარწერა: რძე (რძის ფხვნილი), არაჟანი, მაწონი, ხაჭო, კარაქი და სხვა, გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ რძის ნაწარმზე. იმ შემთხვევაში, თუკი პროდუქტი შეიცავს მცენარეულ ცხიმებს და მის ეტიკეტზე არის მითითებული ზემოთ არსებული ჩამონათვალი, მაშინ მისი მწარმოებელი დაჯარიმდება. რეგლამენტი სრულად 2016 წელს ამოქმედდება. 

2016 წლის 1 აგვისტომდე კომპანიებს საშუალება აქვთ გაყიდონ მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტები შეცვლილი სახელდებით, მაგალითად სპრედ კარაქს ეტიკეტზე უნდა ეწეროს ''კარაქისებრი“ ან ''კარაქის მსგავსი,“ 2016 წლის შემდეგ კი კომპანიებს არც ამ დასახელებებით შეეძლებათ საკუთარი პროდუქციის გაყიდვა. ამ პროდუქტების მწაროებლებმა წინასწარ უნდა გადაწყვიტონ თუ რას მოიმოქმედებენ რეგლამენტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ეს შეიძლება იყოს მცენარეული და ნატურალური რძის ნაზავით წარმოებული პროდუქციის გაყიდვა ოღონდ იმგავარად, რომ ამ პროდუქტების ეტიკეტზე აკრძალული სიტყვები არ იყოს გამოყენებული.

კომპანიები მცენარეულ ცხიმებს საკუთარ ნაწარმს ძირითადად იმიტომ ურევენ, რომ ამ უკანასკნელის ფასი შედარებით დაბალია და ის პროდუქტს უფრო კონკურენტუნარიან ფასს სძენს. თუკი კომპანიების უმრავლესობა გადაწყვეტს აღარ შეურიოს მცენარეული ცხიმები საკუთარ პროდუქტებს ეს ერთი მხირვ იქნება რეგლამენტის მიზნის მიღწევა, რადგანაც ბაზარზე ცრუ დასახელების (სპრედი) კარაქის ეტიკეტით აღარ გაიყიდება, მაგრამ ასევე ეს პროდუქციის ფასზეც უნდა აისახოს, რადგანაც ნამდვილი რძის ფასი მცენარეულ ცხიმთან შედარებით მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნამდვილი კარაქის ფასი შესაძლოა იყოს უფრო მაღალი იმ ''კარაქის'' (სპრედის) ფასზე, რომელიც რაღაც თანაფარდობით მცენარეულ ცხიმსაც შეიცავს. 

უცნობია თუ რას დაარქმევენ 2016 წლის აგვისტოდან მწარმოებლები იმ პროდუქტებს, რომლებიც როგორც ნატურალური ისე მცენარეული ცხიმებისგან შედგება, ასევე მათ ამ პროდუქტებისთვის ცალკე მარტეკინგული კამპანიების ჩატარებაც შეიძლება მოუწიოთ, რამაც გარკვეული გავლენა შესაძლოა ამ პროდუქტების ფასზეც მოახდინოს.  

კომენტარები