რუსეთის პატრიარქი კირილი

რუსეთის პატრიარქმა კირილმა ილია მეორეს ანგელოზის დღე მიულოცა

მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს! გულითადად გილოცავთ ანგელოზის დღეს. წმინდა წინასწარმეტყველ ელიას მაგალითით აღვსილი ყოველთვის მორჩილებითა და სულიერი სიბრძნით ატარებთ თქვენთვის მონიჭებულ ჯვარს, ავლენთ დაუღალავ მზრუნველობას თქვენი სამწყსოსადმი, ბევრს შრომობთ, რათა უფლის სიტყვა განავრცოთ და განადიდოთ ხალხში. თქვენი ზეციური მფარველის ლოცვებით მოწყალე მეუფემ აღავსოს მადლით თქვენი სულიერი და ხორციელი ძალები და შეგეწიოთ თქვენი საპატრიარქო მსახურების აღსრულებაში. ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი.

ნათქვამია მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქის კირილის წერილში.

კომენტარები